კიევის დინამოს ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა შემტევმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ვინგერისთვის უმჯობესი იქნება, თუ ნაპოლიში დარჩება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფლანგელის ხელში ჩაგდებას პარის სენ-ჟერმენი ცდილობს.
"ნაპოლი 100 პროცენტით მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს და შესაძლოა, სკუდეტოც მოიგოს. ამიტომ, აჯობეს თუ კვარაცხელია თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება. "პარტენოპეის" ქომაგები ხვიჩას კარგად იცნობენ, იქაურობას ის მიჩვეულია და სწორედ ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ სხვა გუნდში არ გადავა.
პარის სენ-ჟერმენი კარგი კლუბია, თუმცა საქართველოში ამ ტრანსფერთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგს უნდა, რომ ქართველი ვინგერი გადავიდეს პსჟ-ში, ზოგს კი მისი "ლურჯებში" დარჩენა სურდა. რაც არ უნდა იყოს, მთელი ქვეყანა უქომაგებს იმ გუნდს, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერი ითამაშებს", - განაცხადა დინამოს ყოფილმა ფორვარდმა.