ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მოთამაშეებს შორის, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეგახსენებთ, რომ თებერვლის განმავლობაში მან 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 3 გოლი და ერთი ასისტი გაიფორმა. ქართველმა ვინგერმა დუბლი შეასრულა სასუოლოსთან, ერთი ბურთიც კი ვერონას გაუტანა. ის ერთი საგოლე გადაცემაც "ნეროვერდისთან" მატჩში იყო.
რაც შეეხება მარტის თვეს, "პარტენოპეის" გარემარბმა უკვე მოასწრო ტურინის იუვენტუსის კარის აღება. შემდეგ კვირას მის გუნდს განმეორებითი მატჩი ელის ბარსელონასთან, სტუმრად. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა. აქვე დავამატებთ, რომ "აძურის" 77-ე ნომერს ამ სეზონის 35 მატჩში, 9 ბურთი და 6 ასისტი დაუგროვდა.