დიდი ხნით ადრე დაანონსებული შეხვედრა, მილანის ცენტრში შედგა — მამუკა ჯუღელი და კრისტიან ძაკარდო ნაპოლის უფროსობას შეხვდნენ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საუბარი შედგა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა და როგორც ირკვევა, ახალი შეხვედრაც უკვე ჩაინიშნა.
ჩვენთვის როგორც ცნობილია, ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით თითქმის €5-6 მილიონს სთავაზობს, კვარაცხელიას წარმომადენლები კი €8 მილიონს ითხოვენ. განიხილება კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება და ასევე, გამოსასყიდი თანხის ჩაწერაც. ფეხბურთელის მხარე გამოსასყიდ თანხაზე თანახმაა, თუმცა ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს €80 მილიონს, რაზეც ნაპოლი უარს აცხადებს. "პარტენოპეის" სურვილია, რომ კვარაცხელიას ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა დაახლოებით €100-120 მილიონი ჩაიწეროს. კვარაცხელიას ნაპოლისთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ორივე მხარის სურვილია შეთანხმება შედგეს და ახალი კონტრაქტი გაფორმდეს, შესაბამისად, დიდი შანსია რომელიმე მხარე გარკვეულ დათმობაზე წავიდეს. უახლოეს პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…
დადასტურებულად — მატეო გაბია 2026 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. იტალიელმა მცველმა მძიმე ტრავმა სასუოლოსთან მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის დაზიანება გამოავლინა, რომელიც მ…
ოფიციალურად: უკრაინის ნაკრები საქართველოს კოშიცეში (სლოვაკეთი) უმასპინძლებს. ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს. ერთა ლიგის, B2 ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა, კოშიცეს საფეხბურთო არენაზე (Košická futbalová aréna) გაიმართება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45…
საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კონსულტაციის შედეგად, აცხადებს უარს გაფრინდეს და მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარებით. ბოლო…