ნაპოლის ყოფილმა ნახევარმცველმა, მასიმო მაურომ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ვეტერანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა შემტევი არასდროს ყოფილა ვარსკვლავი და ქართველი ვინგერი ამ სტატუსს ვერასდროს მიაღწევს. იტალიელმა ექს-შუახაზელმა მის მთავარ სუსტ მხარეზეც ისაუბრა.
"კვარაცხელია ნაპოლიში თავს გრძნობდა ვარსკვლავად, თუმცა ის ვარსკვლავი არასდროს ყოფილა. მეეჭვება, რომ მან ამ სტატუსს ოდესმე მიაღწიოს. ხვიჩასნაირი ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი ბევრია. რა არის მისი მთავარი სუსტი წერტილი? ის ზედმეტად არის დამოკიდებული თანაგუნდელის პასებზე.
ნამდვილი ფეხბურთელები შედეგს დებენ, ნახევარ ფეხბურთელები კი უბრალოდ ამ ყველაფრის იმიტაციას აკეთებენ. ქართველი შემტევი მაღალი დონის მოთამაშე საერთოდ არ არის", - განაცხადა "პარტენოპეის" ყოფილმა უკანახაზელმა.