ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში 70 მილიონ ევროდ გადავიდა. სერია ა-დან ყველაზე ძვირადღირებულად გაყიდულ ფეხბურთელთა სიაში ქართველი ვინგერი მე-5 პოზიციაზე არის. მასზე წინ არიან ზინედინ ზიდანი, რომელუ ლუკაკუ, პოლ პოგბა და რასმუს ჰოილუნდი. თავად ახალგაზრდა ფლანგელი უსწრებს ისეთ გამორჩეულ მოთამაშეებს, როგორებიც რიკარდო კაკა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.
სერია ა-დან ყველაზე ძვირადღირებულად გაყიდულ ფეხბურთელთა ტოპ 10:
1. რომელუ ლუკაკუ | ინტერიდან - ჩელსიში, €113 მილიონი
2. პოლ პოგბა | იუვენტუსიდან - მანჩესტერ იუნაიტედში, €105 მილიონი
3. ზინედინ ზიდანი | იუვენტუსიდან - რეალში, €77.5 მილიონი
4. რასმუს ჰოილუნდი | ატალანტადან - მანჩესტერ იუნაიტედში, €73.9 მილიონი
5. ხვიჩა კვარაცხელია | ნაპოლიდან - პსჟ-ში, €70 მილიონად
6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | ინტერიდან - ბარსელონაში, €69.5 მილიონი
7. აშრაფ ჰაკიმი | ინტერიდან - პსჟ-ში, €68 მილიონი
8. რიკარდო კაკა | მილანიდან - რეალში, €67 მილიონი
9. მატეის დე ლიხტი | იუვენტუსიდან - ბაიერნში, €67 მილიონი
10. ჟოაო კანსელუ | იუვენტუსიდან - მანჩესტერ სიტიში, €65 მილიონი