პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა შემტევმა, ჟერომ როთენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა ფლანგელის მაღალი კლასი აღნიშნა. ქართველი ვინგერის გარდა, ყოფილმა ფრანგმა წინახაზელმა პსჟ-ს მხრიდან ბრედლი ბარკოლაც გამოარჩია.
"კვარაცხელია? ჯანდაბა! ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. მის გარდა, პარის სენ-ჟერმენის მხრიდან მინდა გამოვარჩიო ბარკოლა. მისი გარბენები და დრიბლინგი მართლაც შთამბეჭდავია. მომწონს როგორ მოქმედებს პსჟ, ისინი შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებენ. მონაკოსთან მატჩი? როგორც კი საქმეს მიუდგნენ სერიოზულად, თამაში დაამთავრეს.
პარიზულ გუნდს საამისოდ სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი ყოფილი გუნდი სწორ გზას დაუბრუნდა", - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ვინგერმა "ლურჯ-წითლების" შესახებ.