საფეხბურთო ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელის რეაქციაზე, როდესაც ის რომასთან მატჩში შეცვალეს. იტალიელმა კომენტატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ვინგერი უშვებს ერთი და იგივე შეცდომას, რის გამოც მეტოქეებისთვის ის მარტივად ამოსაცნობია.
"კვარაცხელია ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომას უშვებს. ის სცდება მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი იჩენს სიჯიუტეს და ყოვნდება. ის ბურთს იჩერებს ზედმეტად დიდხანს, რის გამოც მის გუნდს პრობლემები ექმნება. ხვიჩა თავდაპირველად იყო უცნობი მოთამაშე, მაგრამ მისი თამაშის სტილი დროთა განმავლობაში ყველამ შეისწავლა.
ქართველი გარემარბი მარტივად ამოსაცნობი არის. ბურთის მიღების შემდეგ, ის ცდილობს ერთი მოწინააღმდეგის მოტყუებას, შემდეგ კი საჯარიმოში შემოსვლას. ნაპოლის ვინგერმა თამაშის სტილი უნდა შეცვალოს", - განაცხადა ფედელემ.