პატარა რომ ვიყავი, სერია ა-ს მატჩებს ხშირად ვუყურებდი და მცველების ოსტატობა მაოცებდა. საქართველოში ასეა - თუ იტალიურ ფეხბურთზე ფიქრობთ, მაშინვე მცველების უმაღლესი დონე გახსენდება. მარადონა საუკეთესო მოთამაშე იყო ფეხბურთის ისტორიაში და ნაპოლის ქომაგების მიერ ჩემი მასთან შედარება არის ერთდროულად აბსურდული და სასიამოვნოც.
ჩემთვის დიდი პატივია დიეგოს გუნდში თამაში და ლურჯი მაისურის ტარება ძალიან საამაყოა. ნეაპოლში მოსვლამდე, მამამ მითხრა, რომ მარადონა მისი კერპი იყო. ნეაპოლელები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშის სიყვარულით. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის მიზნად ვისახავთ მაქსიმალური შედეგის მიღწევას.
ვხვდები, რომ ნეაპოლსა და თბილისსაც მსგავსი, თვალწარმტაცი ხედები აქვთ. სიზმარშიც ვერ ვინატრებდი, რომ იტალიის ჩემპიონი გავხდებოდი. ის ემოციები, რაც განვიცადე, სიტყვებით ვერ აიხსნება. გულშემატკივრები ყოველთვის მამხნევებენ. როცა გრძნობ მათ ენერგიასა და გამარჯვების სურვილს, აცნობიერებ, რომ მოგების გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს.
მე მჭირდება ეს ენერგია. იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ ვიცოდით, რომ ნეაპოლში იქნებოდა დიდი ზეიმი და როცა ქალაქში დავბრუნდით, მართლაც დღესასწაული დაგვხვდა. ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელს სურდა, რომ ეს ბედნიერება ჩვენთან ერთად გაეზიარა. ვფიქრობ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე.
ნეაპოლში ბევრი რამ ვისწავლე. არა მხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით, არამედ ქალაქისა და აქაური ხალხის თვალსაზრისითაც. ერთ მშვენიერ დღეს რომ წავიდე, დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი რამ მომაკლდება", - აცხადებს ნაპოლის ვინგერი.










