RMC-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ ოფიციალური დასტური პსჟ-სგან.
"კვარაცხელია ფურცელზე ჯობია ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც პარის სენ-ჟერმენში მის გვერდით იქნება. როლი? ის ითამაშებს შეტევის მარცხენა ფლანგზე, მარჯვნივ იქნება დემბელე, ცრუ ცხრიანის პოზიციას კი სავარაუდოთ ლი მოირგებს. იმ შემთხვევაში, თუ ვიხილავთ იმ ხვიჩას, რომელიც იყო 2 წლის წინ, პსჟ-ში უძლიერესი მოთამაშე მოდის.
თუ მთელ გუნდში არა, პარიზელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე მაინც უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. მოუთმენლად ველი ქართველი გარემარბის გადმოსვლას", - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა ნაპოლის ვინგერის შესახებ.