MSN-მა ოქროს ბურთის მოგების 10 მთავარი კანდიდატი დაასახელა. საუკეთესოებს შორის მოხვდა პარის სენ-ჟერმენის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც მე-10 პოზიციას იკავებს. აღნიშნულ გამოცემას მიაჩნია, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ქართველ ვინგერს ოქროს ბურთის მოგების შანსი რეალურად ექნება.
"პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩაატარა ისტორიული მატჩები და ამ ყველაფრის ერთ-ერთ მთავარ როლში კვარაცხელიაც იყო. დიახ, ხვიჩა ჯერჯერობით არ არის ოქროს ბურთის ფავორიტებში, მაგრამ პსჟ-ს ჩემპიონობის შემთხვევაში საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მან რეალურად მოიგოს ეს ჯილდო.
ქართველი გარემარბი არის უნიკალური შემტევი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ინდივიდუალური თვალსაზრისით ის არის უბრალოდ საოცარი და პარიზელთა წარმატებაშიც დიდ როლს თამაშობს", - წერს MSN-ი საქართველოს ეროვნული გუნდის ვინგერის შესახებ.
MSN-ის 10-ეული გამოიყურება ასე:
1. რაფინია ბელოლი
2. კილიან მბაპე
3. მოჰამედ სალაჰი
4. ჰარი კეინი
5. უსმან დემბელე
6. ვინისიუს ჟუნიორი
7. ლამინ იამალი
8. რობერტ ლევანდოვსკი
9. პედრი გონსალესი
10. ხვიჩა კვარაცხელია