ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯანფრანკო ძოლამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა შემტევმა ახალგაზრდა ვარსკვლავი ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს შეადარა. ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე მოთამაშეებიდან ის სწორედ ქართველი ვინგერის გვერდით ითამაშებდა.
"მარადონასთან შეხვედრა ჩემი ბედისწერა იყო. ბევრი რამ მანჩინისგან, დელ პიეროსა და ტოტისგანაც ვისწავლე. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რონალდოსთან, მოქმედი მოთამაშეებიდან კი კვარასთან. ის ბესტს მაგონებს. მიხარია, რომ ახალგაზრდა ფორვარდი ნაპოლიში დარჩა. საინტერესო სეზონი გველის.
ვინ არის სკუდეტოს ფავორიტი? - ინტერი და "პარტენოპეი", ასევე, იუვენტუსსა და ატალანტას გამოვარჩევდი", - განაცხადა ლონდონის ჩელსის ყოფილმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, სამხრეთელები 9 ქულით მე-2 პოზიციაზე არიან.