ლიგა 1-ის 22-ე ტურის ფარგლებში, პარის სენ-ჟერმენი ტულუზას ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა მოქმედი ჩემპიონების დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი იარაღი შეტევაში მრავალფეროვნება არის.
"პარის სენ-ჟერმენის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოწინააღმდეგეებისთვის არაპროგნოზირებადები ვიყოთ. კვარაცხელიას შეუძლია ფლანგზე და ცენტრში თამაში, დემბელეს - ორივე ფლანგზე, ბარკოლას კი რამდენიმე პოზიციაზე. საბედნიეროდ, შეტევაში ბევრი ვარიანტი გვაქვს, რაც ვარიაციის საშუალებას იძლევა.
პსჟ-ს ფეხბურთელების შესაძლებლობების გათვალისწინებით, წარმატების მიღწევა რამდენიმე ტურნირზე შეგვიძლია. ყველა ფეხბურთელი ძალიან პროდუქტიულია, ეს ფაქტი ძალიან მახარებს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა მოახლოებული მატჩის წინ.