ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.
ლივერპულის თავკაცმა LaGazzetta.ge-ს მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა.
"კვარაცხელია ლივერპულში? - ინგლისში რომ იკითხოთ, ყველა ფეხბურთელი ყველა გუნდს უნდა. ისე კი, კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია.
სპალეტის დროს, ნაპოლიში მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ის ბრწყინვალე მოთამაშეა და პსჟ-ს მისნაირი კარგი ფეხბურთელები კიდევ ჰყავს", - განაცხადა სლოტმა.