მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა შემტევმა აღნიშნა, რომ ქართველი ვინგერის გაყიდვითა და მის ნაცვლად ნოა ოკაფორის დამატებით, "პარტენოპეიმ" შეცდომა დაუშვა. ამის გარდა, იტალიელმა ექს-ფორვარდმა პარის სენ-ჟერმენში გადასული ფლანგელის რეალური შემცვლელიც დაასახელა.
"ნაპოლიმ კვარაცხელიას სანაცვლოდ აიღო 75 მილიონი ევრო და მის შემცვლელად გუნდში მოიყვანა ოკაფორი, რაც ძალიან დიდი შეცდომა გამოდგა. ვინ უნდა ყოფილიყო ხვიჩას შემცვლელი? დარწმუნებული ვარ, რომ ატალანტასთვის რასპადორისა და 40 მილიონის შეთავაზებით, "პარტენოპეი" ლუკმენს გაიფორმებდა.
ნოას მილანში ჰქონდა პრობლემები და აშკარა იყო, რომ ის ქართველ შემტევს ვერ შეცვლიდა. როდესაც იბრძვი ჩემპიონობისთვის და გცემს სისხლის სუნი, ზაფხულს არ უნდა დაელოდო, მომენტალურად უნდა იმოქმედო", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-ფორვარდმა.