ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს ეხმაურება. მოგეხსნებათ, გასულ კვირას 23 წლის შემტევი პარიზულ კლუბს ოფიციალურად შეუერთდა.
"კვარაცხელიას ესპანეთში გადასვლა უკეთესი იქნებოდა, იქ გაცილებით ძლიერი გუნდი არიან და მაღალი დონეა. ლა ლიგაში რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო და სხვა კარგი კლუბები თამაშობენ, საფრანგეთი კი ტოპ 5 ჩემპიონატებში ყველაზე დაბალ დონეზეა.
მიუხედავად ამისა, პსჟ-მ მომავალი ოქროს ბურთის მფლობელი დაიმატა. მომდევნო 2-3 წელიწადში ის წლის საუკეთესოდ დასახელდება.
ხვიჩა პსჟ-ში ბედნიერი იქნება და დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა. ის თავს ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. კვარა გამორჩეული იქნება სანაკრებო დონეზეც და საფრანგეთის ჩემპიონატშიც", - განაცხადა ჩელებაძემ.
დიდი ალბათობით, კვარაცხელიას დებიუტი პარიზულ გუნდს 25 იანვარს, რეიმსის წინააღმდეგ შედგება.