ხვალ გაიმართება იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი ნაპოლისა და ვერონას შორის, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს.
ტრავმის გამო, კვარას ამ კვირაში სრულფასოვნად არ უვარჯიშია და ვერონასთან სათამაშოდ მზად არ არის. მოგეხსენებათ, მან წინა ტურის მატჩიც გამოტოვა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, კვარაცხელია ნაპოლის მაისურით ვეღარ ვიხილოთ, რადგან მის გარშემო დიდი სატრანსფერო აჟიოტაჟია და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ხვიჩა ნაპოლის უახლოეს დღეებში დატოვებს.
კვარაცხელიას შეძენის ყველაზე რეალური ინტერესი პსჟ-ს აქვს, თუმცა მისით პრემიერ ლიგის კლუბებიც ინტერესდებიან.