საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გაიმართება საინტერესო შეხვედრა მონაკოსა და პსჟ-ს შორის.
მატჩის წინ კომენტარი ლუის ენრიკემ გააკეთა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელაის ადაპტაციის პროცესზეც ისაუბრა.
"კვარაცხელია ჩვენთან მას შემდეგ მოვიდა, რაც წინა გუნდში რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და ჩვეულებრივი ამბავია, რომ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.
ამაზე არ ვღელავთ, რადგან კვარა ხანგრძლივი პროექტისთვის მოვიყვანეთ. ჩვენ მას ხელს ვუწყობთ, რომ ადაპტაცია ვადაზე ადრე გაიაროს და ყველაფერი დალაგდეს.
თუმცა არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან გუნდს კარგი დინამიკა აქვს აღებული", - განაცხადა ენრიკემ.
კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით უკვე 3 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ასისტი გააკეთა.