კატალონიის ბარსელონა მარცხენა შემტევის ძიებაშია. გუნდი ამ პოზიციაზე გასაძლიერებლად რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს.
მათ შორის არიან - ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაო, ნიკო უილიამსი და სხვები. მთავარი კანდიდატები კი ლეაო და კვარაცხელია არიან.
თუმცა ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ არჩევანი კვარაცხელიაზე გააკეთა და გეგმავენ, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ანაღაურების მხრივ, ლეაოს მოთხოვნები გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე კვარასი, რადგან ნაპოლიში ხვიჩას ამჟამინდელი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა, ლეაოსი კი მილანში 7 მილიონი.
ბარსელონა თვალს ადევნებს კვარაცხელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ნაპოლისთან კონტრაქტის თაობაზე. თუ კვარა და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, სავარაუდოდ, ქართველს ზაფხულში გუნდის დატოვებს მოუწევს. მსურველი კი ბევრი ჰყავს, მათ შორის ბარსელონა.