იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, სადაც ნაპოლი უდინეზეს დაუპირისპირდა და 1:3 გაიმარჯვა, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ნეაპოლელთა შემტევმა დავიდ ნერეშმა.
მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში ნერეშმა ტრავმირებული კვარაცხელიას ადგილი დაიკავა და კონტეს თავისი შესაძლებლობები დაანახა, რაზეც იტალიურმა გამოცემებმაც ისაუბრეს.
"ნერეშმა თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა. დიდი ხანი ამბობდნენ, რომ ის ძირითად შემადგენლობას იმსახურებდა და დავიდმა ეს უდინეზესთან შეხვედრაშიც დაამტკიცა.
ის ჯენოასთანაც სასტარტოში იქნება და თუ კვლავ გაიბრწყინა, კვარაცხელია რომ დაბრუნდება, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს", - წერენ იტალიაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა.
"ნერეშმა კარგი მატჩი ჩაატარა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყოველთვის ის ითამაშებს, ვინც უკეთესია", - განაცხადა კონტემ.
სავარაუდოდ, კვარა ჯენოასთან მატჩსაც გამოტოვებს. მის დაბრუნებას 7-10 დღეში უნდა ველოდოთ.