იტალიური გამოცემა და ერთ-ერთი გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი დე გენიო ხვიცა კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
გუშინ გამართულ შეხვედრაში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ვერონას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. დიეგო არმანდო მარადონაზე კვარაცხელია არ გამოჩენილა.
"ეს თამაში კვარაცხელიამ, ოლივერამ და ბონჯორნომ გამოტოვეს, ოლივერა და ბონჯორნო სტადიონზე იყვნენ და გუნდის თამაშს დაესწრნენ, კვარაცხელია კი სტადიონზე არ ყოფილა!
ვფიქრობ, ის გუნდს უპიტივცემულოდ ექცევა. დე ლაურენტისსა და მას შორის მიმდინარე მოვლენები ბიზნესია და არაფერ კავშირშია კლუბის და გულშემატკივრის პატივისცემასთან", - განაცხადა დე გინიომ.
დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში კვარაცხელია ნაპოლის ოფიციალურად დატოვებს და პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება.