28 დეკემბერს, დუბაიში გაიმართება ყოველწლიურიGlobe Soccer Awards-ის ცერემონია. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოს გულშემატკივარი ხმის მიცემით ავლენს.
გამოკითხვის პირველი ეტაპი დასრულდა. პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ფინალურ ეტაპზე ორ ნომინაციაში გადავიდა - წლის საუკეთესო შემტევი და წლის საუკეთესო ფეხბურთელია.
კვარას გარდა, წლის საუკეთესო შემტევის ჯილდოსთვის კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი, მოჰამედ სალაჰი, უსმან დემბელე, ჰარი კეინი, რაფინია და იამალი იბრძვიან.
რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ნომინანტთა სია ასეთია - კვარაცხელია, დემბელე, დუე, ჰოლანდი, ვინისიუსი, ჰაკიმი, ლევანდოვსკი, მბაპე, მენდესი, პალმერი, პედრი, რაფინია, სალაჰი, ვიტინია, იამალი.
🏆 BEYOND Developments #GLOBESOCCER Awards 2025 finalists for BEST FORWARD are: Ousmane Dembélé, Harry Kane, Khvicha Kvaratskhelia, Robert Lewandowski, Kylian Mbappé, Raphinha, Mohamed Salah, and Lamine Yamal.
— Globe Soccer Awards (@Globe_Soccer) December 3, 2025
PLACE YOUR VOTE ➡️ https://t.co/sVxrPmdu15 to select your winner. pic.twitter.com/nCaklwEfKc












