პსჟ-ს პრეზიდენტი ალ-ხელაიფი ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თავის გუნდში გადასვლას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას, კვარაცხელია ნაპოლიდან პარიზულ კლუბში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
"კვარაცხელია ფატასტიურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან კიდევ უფრო ძლიერი იქნება, თუმცა გუნდის ლიდერი და ვარსკვლავი ის არ არის. ვარსკვლავი მთლიანად გუნდია და კვარაც ამის ნაწილი იქნება", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას პარიზულ დებიუტს დღეს, რეიმსის წინააღმდეგ უნდა ველოდოთ.