ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 70-მილიონი ევროს სტატუსს ამართლებს, რადგან ყოველწელს იხვეწება და შრომით თავის სუსტ მხარეებსაც ავითარებს.
მაგალთად, კარიერის საწყის ეტაპზე, რუბინშიც და ნაპოლიშიც მას მწვრთნელები იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ დაცვას ვერ ეხმარებოდა და ამის გამო, ხშირად სათადარიგოთა სკამზეც სვამდნენ.
"კვარაცხელიამ თავის შესაძლებლობაზე უარესად ითამაშა, ბურთის ფლობაში ზედმეტად ჯიუტი იყო და დაცვას კარგად არ ეხმარებოდა", - ეს სიტყვები 2022 წელს, ნაპოლის იმდროინდელმა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ თქვა.
3 წლის თავზე კი კვარამ მწვრთნელებს სალაპარაკო ამაზეც არ მისცა და დაცვითი ფუქციები იმდენად განავითარა, რომ წინა მატჩში ლუის ენრიკეს შექება დაიმსახურა.
"როდესაც 89-ე წუთზე, 7:0-ზე, კვარაცხელიამ დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება", - თქვა ენრიკემ.
გარდა შეტევაში საოცარი თამაშისა, კვარაცხელიამ ბრესტთან მატჩში 10 ორთაბრძოლა მოიგო და 2 წარმატებული ართმევა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში პსჟ-მ ბრესტი 7:0 დაამარცხა. კვარამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.