ანტონიო კონტეს ნაპოლიში გადასვლა უდიდესი ალბათობით ორშაბათს გაოფიციალურდება. ჩნდება ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელი ტაქტიკოსის ხელში. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ვინგერის სახელს უკავშირებენ პარის სენ-ჟერმენს, რომელიც მის სანაცვლოდ 60 მილიონს ჩამოდის.
აურელიო დე ლაურენტისმა უკვე მიანიშნა როგორც პსჟ-ს, ისე ქართველი გარემარბის აგენტსაც, რომ 60-მილიონიანი წინადადება არც კი განიხილება. კონტე თავის მხრივ ითხოვს ყველა სხვა წინადადების დაბლოკვასაც, რადგან მისთვის "პარტენოპეის" ვინგერი ხელშეუხებელი მოთამაშე იქნება. იტალიელ ტაქტიკოსს არც 150-მილიონიანი შეთავაზება აინტერესებს.
ანტონიოს სურს, რომ 23 წლის გარემარბი გახდეს მისი გუნდის ლიდერი და სახე, რომელიც "აძურის" დიდ წარმატებებამდე მიიყვანს. მას მოსწონს ის ტექნიკა, ფიზიკური სიძლიერე და სისწრაფე, რომელიც "ლურჯების" 77-ე ნომერს გააჩნია. აქედან გამომდინარე, დე ლაურენტისს მოუწევს ახალი გეგმის მოფიქრება კვარაცხელიასა და მისი აგენტის დასაყოლიებლად. როგორც ვიცით, ბოლოს საუბარი იყო ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდასა და ბონუსზე.