ოქტომბრის სანაკრებო პაუზა დასრულდა, ქართველი ფეხბურთელები კი საკუთარ კლუბებში დაბრუნდნენ. შაბათ-კვირას ტოპ 5 ლიგაში რამდენიმე საინტერესო მატჩი გველოდება, მათ შორის ვიხილავთ ქართულ დაპირისპირებასაც — საბა გოგლიჩიძის ემპოლი საკუთარ კედლებში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლებს. მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
იტალიური პრესა მოახლოებულ ტურის წინ სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს — ყველა ვერსიის მიხედვით, ემპოლის ძირითადში იქნება საბა გოგლიჩიძე, ხოლო რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, თუ Repubblica-ს დავუჯერებთ, ანტონიო კონტე 23 წლის შემტევის დასვენებას და მის ადგილას დავიდ ნერესის დაყენებას გეგმავს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ კვარაცხელიამ სანაკრებო პაუზის დროს 180 წუთი ითამაშა და დიდი დატვირთვა მიიღო.
დავიდ ნერესს მარცხენა ფლანგზე თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, პლიუს ამას, ბრაზილიელი საოცარ ფორმაშია და როგორც ნაპოლისთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, კონტე სასტარტო შემადგენლობის გადახალისებასა და 27 წლის ფეხბურთელისთვის შანსის მიცემას სერიოზულად განიხილავს.
უახლოეს საათებში ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…
დადასტურებულად — მატეო გაბია 2026 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. იტალიელმა მცველმა მძიმე ტრავმა სასუოლოსთან მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის დაზიანება გამოავლინა, რომელიც მ…