ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პსჟ-ს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა და ლუის ენრიკეს მუშაობაც შეაფასა.
"პსჟ-ს ბრწყინვალე შედეგები აქვს, თუმცა ისინი განსხვავებული ლიდერები არიან, რადგან გუნდი დიდი უპირატესობითაა წინ და როგორც კი მიზანს მიაღწევენ, შეუძლიათ ფსიქოლოგიურად დაისვენონ.
თუმცა გუნდს სწორედ ამის უნდა ეშინოდეს - ფეხბურთელები შესაძლოა ზოგიერთ მატჩს ნაკლები მოტივაციით შეხვდნენ და ეს ცუდია. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობენ და ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც პსჟ ლიგა 1-ის ტიტულს ოფიციალურად მოიპოვებს, მათი ფიქრები მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადავა.
ლუის ენრიკე წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს. მისმა გუნდმა ლივერპულთან გამარჯვება დაიმსახურა. კარგად ვიცი, რა რთულია ენფილდზე თამაში. უკეთ უნდა გავაცნობიეროთ, რას მიაღწია პსჟ-მ", - განაცხადა კონტემ.