სექტემბრის სანაკრებო პაუზა დასრულდა, ქართველი ფეხბურთელები კი საკუთარ გუნდებში დაბრუნდნენ. ალბანეთთან შეხვედრაში დაზიანება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რის თაობაზეც ანტიონი კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"კალიარისთან სათამაშოდ თითქმის ყველა ფეხბურთელი მზადაა. კვარაცხელია? ხვიჩას დაზიანებას შემდეგ ვარჯიშებზე შევაფასებთ. ნაკრებში კოჭის პრობლემა ჰქონდა და ჩვენთან ტრავმით დაბრუნდა."
ნაპოლი მომდევნო ტურის შეხვედრას კალიარისთან, 15 სექტემბერს გამართავს — ამ შეხვედრაში კვარაცხელია მონაწილეობას მიიღებს თუ არა, უახლოეს საათებში გაირკვევა.