როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლიმ იტალიის თასზე პალერმო, ანგარიშით 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძლებმა ოთხმცველიანი სქემით ითამაშეს, წინახაზში კი ჯოვანი სიმეონეს, ჯაკომო რასპადორის, დავიდ ნერესისა და სირილ ნგონგეს კვარტეტი დომინირებდა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 76-ე წუთზე შემოვიდა, მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ბრაზილიელი ვინგერის ნაცვლად.
ცნობილი ჟურნალისტი, ვალტერ დე მაჯო მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტე ქართველი გარემარბისთვის რაღაც ახალს ამზადებს, უფრო კონკრეტულად კი სწორედ მარჯვენა ფლანგზე თამაშს.
"დარწმუნებული ვარ, რომ კონტე მომავალშიც გამოცდის 4-2-3-1 სქემას, კვარასა და ნერესს კი ფლანგებს გაუცვლის. ხვიჩა ითამაშებს მარჯვნივ, დავიდი კი - მარცხნივ", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
აქვე დავამატებთ, რომ ქართველ გარემარბს თავისი კარიერის განმავლობაში მარჯვენა ფლანგზე ჩატარებული აქვს 14 შეხვედრა, რომელშიც მან ორი გოლი და ერთი ასისტი გაიფორმა. "პარტენოპეის" შემდეგი მეტოქე იქნება მონცა, მატჩი გაიმართება 29 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე.