ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ამ გუნდის ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, რომასთან მატჩში კვარა მოედნიდან გაბრაზებული გავიდა.
"კვარაცხელია გაბრაზებულია, რადგან წინა შეხვედრაში მან 2 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან კვარას ზრდას თვალს ყოველდღიურად ვადევნებ და მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი.
ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და დარწმუნებული ვარ, მომავალში თავის შანსებს გამოიყენებს. მოედანზე ვხედავ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გადიან და სურთ წინსვლა", - განაცხადა კონტემ.
იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრას ნაპოლი 1-ელ დეკემბერს, ტორინოს დაუპირისპირდება.