სერია ა-ს მეოთხე ტურში ნაპოლიმ გასვლაზე კალიარი უშანსოდ, 0:4 დაამარცხა. შეხვედრაში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 23 წლის ქართველი შემტევი რომელუ ლუკაკუსთან ერთად მოედანზე საუკეთესო იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"ხვიჩა? იმედი მაქვს ბევრი გოლის გატანას შეძლებს. რა თქმა უნდა მისგან უფრო მეტ საგოლე გადაცემას ველოდებით, თუმცა ვფიქრობ, გოლების გატანაც შეუძლია. დღეს როგორც ყველა ფეხბურთელი, ხვიჩაც ძალიან მონდომებული იყო. შემტევმა ფეხბურთელებმა საკმაოდ ბევრი იმუშავეს, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ."
ნაპოლის 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს, კვარაცხელიას ანგარიშზე კი ამ სეზონში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.