კონფერენს ლიგა: პლეიოფში იბერიას პოტენციური მეტოქეები ცნობილია

თუ იბერია ბაშაქშეჰირის ბარიერს გადალახავს, თბილისური გუნდი ირლანდიურ სენტ პატრიკს ატლეტიკსა და აზერბაიჯანულ საბაჰს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კორღალიძის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში დაიწყებს. იბერია თურქულ გუნდს 8 აგვისტოს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს.







