ხვიჩა კვარაცხელია ახლოს არის ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში გადასვლასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მას სთავაზობს ამჟამინდელთან შედარებით 4-ჯერ უფრო მაღალ ხელფასს. რაც შეეხება ქართველი ვინგერის არსებულ ანაზღაურებას "პარტენოპეიში": €2,050 მილიონი.
"ლურჯების" შემტევის სტატუსისა და დამსახურების ფონზე, ობიექტურად, ხელფასი ძალიან დაბალია. ის არის გუნდის რიგით მე-19 ფეხბურთელი ანაზღაურების მხრივ. "აძურის" 24 წლის ვინგერზე დაბალი ხელფასი გუნდში მხოლოდ 7 მოთამაშეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს, პირველ პოზიციაზე €7.690 მილიონით რომელუ ლუკაკუა.
ბელგიელი თავდამსხმელის შემდეგ მოდიან მატეო პოლიტანო (€5.930 მილიონი) და დავიდ ნერეში (€5.560 მილიონი). როგორც ვხედავთ, დიეგო მარადონას ბინადრების 77-ე ნომრის ანაზღაურება თითქმის 3-ჯერ უფრო დაბალია.