ქინქლაძის ფონდი Grassroots Cup Georgia-ს ახალი პარტნიორია. თანამშრომლობა სათავეს 17-22 დეკემბერს თბილისში გასამართ ზამთრის ტურნირის დაწყებასთან ერთად აიღებს. Kinkladze Grassroots Cup Georgia-ში მონაწილეობას 80 გუნდი მიიღებს და ტურნირი გაიმართება 17-22 დეკემბერს ინტერის აკადემიის მოედნებზე. ეს კოლაბორაცია საქართველოში ახალგაზრდული ტალანტისა და გრასრუტ ფეხბურთის მხარდაჭერის საკითხზე საერთო ხედვისა და დამოკიდებულების ხაზგასმაა.
ტურნირი წელიწადში ორჯერ გაიმართება და ხუთ ასაკობრივ კატეგორიას (U7-U11) მოიცავს. 17-22 დეკემბერს ჩანიშნულ ტურნირში მონაწილეობას აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის გუნდი მიიღებს, რაც ტურნირის პოპულარობასა და მის მნიშვნელობაზე მეტყველებს.












