სერია ა-ს მესამე ტურში ემპოლი ესტუმრა ბოლონიას, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. სტუმრების შემადგენლობაში გამოჩნდა საბა გოგლიჩიძე, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. ქართველი უკანახაზელი აქამდეც ხვდებოდა "აძურის" განაცხადში, მაგრამ მოედანზე არ გამოდიოდა.
დღეს, ტოსკანელების ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი გაატარა მინდორზე და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მის ანგარიშზე იყო შვიდი ართმევა, გადაცემათა სიზუსტემ კი 79% შეადგინა. ამის გარდა, 20 წლის უკანახაზელმა 6-დან 5 ორთაბრძოლაც მოიგო. ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, "ლურჯები" დაუმარცხებლები არიან.
რობერტო დ'ავერსას გუნდის განაცხადში იყო ახალწვეული საბა საზონოვიც, თუმცა ის მოედანზე არ გამოჩენილა. როგორც ვიცით, ახალგაზრდა უკანახაზელი კასტელანიზე იჯარით გადმოვიდა.