ოსასუნასთან შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა რეკორდი დააფიქსირა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ვალენსიას ისტორიაში, რომელმაც ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. ქართველმა გოლკიპერმა ეს მიღწევა 23 წლისა და 360 წლის ასაკში დააფიქსირა. მან ჩამოიტოვა თავისი ამჟამინდელი მენტორი, ხოსე მანუელ ოჩოტორენაც კი.
ამის გარდა, "ღამურების" მეკარე ლა ლიგის 100-შეხვედრიან უცხოელ კარის დარაჯებს შორის არის მესამე - ტიბო კურტუასა და კარლოს კამენის შემდეგ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 23 წლის გოლკიპერი არის "ლოს ჩესის" რიგით მე-5 კარის დარაჯი, რომელმაც პრიმერა დივიზიონში 100 მატჩი ჩაატარა.
"მურსელაგოსის" 25-ე ნომერზე წინ ეს შედეგი დააფიქსირეს სანტიაგო კანისარესმა, ხოსე მანუელ სემპერემ, ანდონი სუბისარეტამ და დიეგო ალვეშმა. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ სიაში უცხოელები მხოლოდ ბრაზილიელი გოლკიპერი და მამარდაშვილი არიან.