სენტ-ეტიენის გარემარბმა, ზურიკო დავითაშვილმა leParisien-ს ინტერვიუ მისცა. ახალგაზრდა შემტევმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზეც. ქართველი ვინგერი მიიჩნევს, რომ თანამემამულე ვარსკვლავის დიდ კლუბში გადასვლა დროის საკითხია.
"კვარაცხელია ჩემი მეგობარია. ჩვენ ძმები ვართ. ის იმსახურებს ისეთ დიდ გუნდში გადასვლას, როგორიც არის რეალი, ბარსელონა, ლივერპული, მანჩესტერი ან პარის სენ-ჟერმენი. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ზაფხულს. ვფიქრობ, ლიგა 1-ში გადასვლა ხვიჩასთვის ძალიან კარგი იდეა იყოს. იქ არის გახსნილი თამაში და შემტევი ფეხბურთი.
ამის გარდა, უამრავი სივრცე. ნაპოლის გარემარბი ლიგა 1-ში ძალიან ეფექტური იქნება. მის წინააღმდეგ თამაშისას მცველები უშანსოდ არიან", - აცხადებს "ლეს ვერტსის" ვინგერი თანამემამულე შემტევის შესახებ.