მილანის ინტერის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილმა ფუნქციონერმა ქართველი ვინგერი დაიცვა და აღნიშნა, რომ მას აკრიტიკებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც დისკუსიის გამართვის უფლება საერთოდ არ აქვთ.
"კვარაცხელია? - მას კარგი სეზონი აქვს და ნაპოლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. სამწუხაროდ, მისი მისამართით მოდის კრიტიკა ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც ხვიჩას შესახებ დისკუსიის გამართვის უფლება საერთოდ არ აქვთ. ისინი უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ.
ტორინოსთან შეხვედრაში "პარტენოპეი" იყო ის მკვლელი გუნდი, რომელსაც სკუდეტოს მოგება ნამდვილად შეუძლია. სეზონის სტარტზე ამას ხომ ვერავინ იფიქრებდა. ეს ყველაფერი არის როგორც კონტეს, ისე მანას დამსახურებაც, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა", - განაცხადა იტალიელმა ფუნქციონერმა.