როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩას კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლით, კვარას ყოფილი კლუბებიც იხეირებენ და 70 მილიონიდან გარკვეულ წილს მიიღებენ.
მაგალითად, კვარაცხელიას ყოფილი გუნდი ყაზანის რუბინი ქართველის ნაპოლიდან პსჟ-ში ტრანსფერით დაახლოებით ერთ მილიონ ევროს მიიღებს.
"როგორც ვიცი, რეგულაციის მიხედვით, ამ ტრანსფერში თანხა ჩვენც გვეკუთვნის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კვარას ტრანსფერის ფული ჯერ არ მიგვიღია, ველოდებით და იმედია, მალე კუთვნილ თანხას მივიღებთ", - განაცხადა რუბინის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე აიბატოვმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია რუბინის შემადგენლობაში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა და ნაპოლიში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.