საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ანჟეს დაუპირისპირდა, 1:0 გაიმარჯვა და საფრანგეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ პარიზულ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო ამ გუნდის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატი ორ სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო. მან ეს წელს პსჟ-ს მაისურით, 2 წლის წინ კი ნაპოლის მაისურით შეძლო.
ისე კი, კვარასთან ერთად, ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ვისაც ტოპ 5 ჩემპიონატი აქვს მოგებული, კახი კალაძეა. სერია ა-ს სეზონი მან ტრიუმფით მილანთან ერთად დაასრულა.