Sofascore.com-ის ოფიციალური გვერდი, სერია ა-ს მეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის 23 წლის ვინგერი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც 10-ქულიანი სისტემით 8.7 ქულა დაიმსახურა.
ხვიჩამ კალიარის წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა, მან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 0:4 გაიმარჯვა!
იხილეთ სიმბოლური გუნდის საუკეთესო თერთმეტეული: