ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, სერია ა-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძვის. 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სექტემბრის თვეში ორი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
კვარაცხელიას გარდა თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის კიდევ 5 ფეხბურთელი იბრძვის:
ბრემერი (იუვენტუსი);
სანტიაგო კასტრო (ბოლონია);პატრიკ კუტრონე (კომო);
ფედერიკო დიმარკო (ინტერი);
კრისტიან პულისიკი (მილანი);ხვიჩასთვის ხმის მიცემა სერია ა-ს ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი. ხმის მისაცემად
დააჭირეთ აქ.