ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა, შტეფან შვოხმა ანტონიო კონტეს გუნდის შესახებ ისაუბრა. ის შეეხო ბერგამოს ატალანტასთან მარცხს და ასევე ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციის შესახებ მიმდინარე სეზონის "პარტენოპეიში". შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ლიდერმა "ლა დეასთან" ანგარიშით 0:3 წააგო.
"იყო თუ არა კვარაცხელიას პერფომანსი ატალანტასთან იმედგაცრუება? პირდაპირ ამის თქმა რთულია, ფაქტია, რომ ნაპოლიში სპალეტის მუშაობის დროს, ხვიჩა უკან უფრო ნაკლებ დროს ატარებდა. კონტეს მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ის არ არის მიჩვეული იმ ყველაფერს, რასაც ახალი დამრიგებელი ქართველი ვინგერისგან ითხოვს.
რაც შეეხება გასპერინის, მან "პარტენოპეისთან" შეხვედრისთვის თავისი გუნდი უბრალოდ იდეალურად მოამზადა. სერია ა-ს ლიდერმა ატალანტას ტემპს უბრალოდ ვერ გაუძლო. მიმდინარე სეზონი ბერგამოელებისთვის განსაკუთრებული იქნება", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა.