ყველამ კარგად ვიცით, რომ მაიკლ ჩენდლერი დიდი ხანია ისეთ მეტოქეს ეძებს, რომლის მეშვეობითაც თავისი სახელი უფრო ცნობადი გახდება და ამავდროულად, ფინანსურ მოგებასაც ნახავს. თავდაპირველად იგი ჩხუბს კონორ მაკგრეგორთან გეგმავდა, მაგრამ ეს ყველაფერი, გარკვეული გარემოებების გამო, ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, 2025 წელს გვეძლევა იმის შანსი, რომ საინტერესო ორთაბრძოლა - ჩენდლერი VS მასვიდალი ვიხილოთ.
ჩენდლერმა გუშინ ტვიტერზე განათავსა პოსტი, სადაც გამოიწვია ქვე-საშუალო წონის კონტენდერი და BMF-ის ქამრის პირველი მფლობელი, ხორხე მასვიდალი.
"ხორხე, სად ხარ?" - განაცხადა ამერიკელმა თავის ტვიტში, რასაც მალევე მოჰყვა მასვიდალის პასუხი.
"დათანხმდი და ვიჩხუბოთ აპრილში, მაიამიში" - პასუხობს 40 წლის ათლეტი ამერიკელს.