ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გასულ და ამ სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულ ტრანსფერებს აფასებს.
"მანჩესტერ სიტი 75 მილიონად ყიდულობს მარმუშის, პსჟ ყიდულობს კვარაცხელიას 70 მილიონ ევროდ, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ლეაოთი არ ინტერესდებიან.
რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, ჩელსი - სად არიან ეს გუნდები? მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს, ლეაოში კი ფულის გადახდა არ უნდათ", - განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ მილანის პორტუგალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე წელს 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.