2024 წლის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული კარლოს ალკარასი გახდა — ფინალში ესპანელმა ჩოგბურთელმა ალქსანდრ ზვერევი 5 სეტში დაამარცხა.
როლან გაროსის ფინალური დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი სეტი ალკარასმა 6-3 მოიგო, ხოლო შემდეგი ორი სეტი 2-6, 5-7 დათმო. ბოლო ორ სეტში კი ესპანელმა მეტოქე მარტივად, 6-1, 6-2 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
კარლოს ალკარასმა როლან გაროსი კარიერაში პირველად მოიგო, ხოლო 21 წლის ესპანელის ანგარიშზე უკვე 3 გრანდ სლემია.