წლის ბოლოს, ცნობილმა გავლენიანმა სტატისტიკურმა კომპანიამ
Transfermarkt-მა ინგლისის ჩემპიონშიფის ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები შემოგვთავაზა.
აღსანიშნავია, რომ საოცარ ფორმაში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს კარგი თამაში დაუფასდა და მისმა ფასმა 1.5 მილიონი ევროთი მოიმატა. განახლებული ვერსიით, ჩაკვეეს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს.
ჩემპიონატის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელი სანდერლენდის ერთ-ერთი ლიდერი ჯობ ბელინგემია, რომლის ფასმაც 6 მილიონით მოიმატა და 18 მილიონი ევრო გახდა. ბელინგემი ჩემპიონშიფის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
შეგახესნებთ, რომ ჩაკვეტაძემ უოტფორდის მაისურით გასულ ტურში კარდიფს გაუტანა. მისი გუნდი მე-7 ადგილზეა და პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.