იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ნაპოლი სტუმრად ფიორენტინას დაუპირისპირდა და მარტივად, 0:3 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ნაპოლის შემტევმა დავიდ ნერეშმა გააკეთა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და რაც მთავარია, ეს მაღალი ხარისხის თამაშით შევძელით. პირველ ნახევარში მეტი შეგვეძლო, თუმცა ეს მეტი მეორე ტაიმში გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ.
ლუკაკუ? - კარგ დუეტს ვქმნით და გუნდურად ვთამაშობთ. მასთან თამაში ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ლუკაკუ ძლიერი ფეხბურთელია", - განაცხადა ნერეშმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ნეაპოლელთა ქართველმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო გამოტოვა.