ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება, ლივერპულია. ამის შესახებ ირიბად მერსესაიდელთა თავკაცმა არნე სლოტმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე მიგვანიშნა.
ლივერპულის ყველაზე პოპულარული გამოცემა "LiverpoolEcho" ამ შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება და კვარას აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს იხსენებს.
"კვარაცხელიას შეძენით ჩელსი პსჟ და სხვა გუნდები ინტერესდებიან, მათ შორის ლივერპულიც. ლივერპულს მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია აქვს, თუმცა თუ შანსი იქნება, კვარას აუცილებლად იყიდიან.
მითუმეტეს, კარგად გვახსოვს, რა თქვა კვარას აგენტმა გასულ წელს. ჯუღელის თქმით, კვარას ნაპოლის დატოვება და უფრო დიდ გუნდში თამაში სურს. მაგალითად ისეთ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ერთ-ერთი ასეთი კი ლივერპულია.
ლივერპულს კვარას ყიდვა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ არჩევანი კიეზაზე შეაჩერა. ხვიჩას გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. ვნახოთ, რომელი გუნდი უფრო იაქტიურებს ამ სატრანსფერო ფანჯარაზე", - წერს გამოცემა.