ვალენსიას ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა კიპერს ვეტერანი მოიხსენიებს, როგორც "ღამურების" საუკეთესო მოთამაშეს და მას ქართველი კარის დარაჯის კარგი თამაში სულ არ გაკვირვებია. ესპანელი ლეგენდა თვლის, რომ მისი მემკვიდრე კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს.
"ვალენსიაში მამარდაშვილის თამაშით გაკვირვებული არავინ დარჩენილა. უკვე სამი წელია, რაც მის თამაშს ვადევნებთ თვალს და ძალიან კარგად ვიცით, თუ რა შეუძლია გიორგის. ის არის შემთხვევით აღმოჩენილი ტალანტი, რომელიც დროთა განმავლობაში "ღამურების" საუკეთესო მოთამაშე გახდა. ის კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს.
განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო 2023/2024 წლების სეზონი, რომელშიც მან "ლოს ჩეს" უამრავი ქულა გადაურჩინა", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა კარის დარაჯმა.