ვალენსიას ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა შეაფასა 2023/2024 წლების სეზონი და თავისი სიმბოლური თერთმეტეულიც შეადგინა. ვეტერანმა ესპანელმა კარის დარაჯმა გუნდში შეიყვანა გიორგი მამარდაშვილი და აღნიშნა, რომ პრიმერა დივიზიონის განვლილი სეზონის საუკეთესო მეკარე სწორედ ის იყო.
"ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარე მამარდაშვილი იყო. რომ გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ რამდენი ქულა მოაქვს მეკარეს თავისი გუნდისთვის, გიორგი ამ მხრივ პრიმერა დივიზიონში ნომერ პირველია. დიახ, სიმონი ბილბაოსთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ქართველი კარის დარაჯი ვალენსიასთვის შეუცვლელია".
რაც შეეხება სიმბოლურ გუნდს, "ღამურების" მეკარესთან ერთად შევიყვანდი რუდიგერს, მოსკერას, კარვახალს, გუტიერესს, კროოსს, ისკოს, ბელინგემს, ვინისიუსს, სორლოტსა და დოვბიკს", - განაცხადა "ლოს ჩეს" ყოფილმა კარის დარაჯმა.